ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (European Union Agency for Asulym) 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ევროკავშირსა და შენგენის ზონაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გასულ წელს 68%-ით გაიზარდა და 14 970 შეადგინა. განაცხადების 37% მოდის საფრანგეთზე.გასულ წელს, პირველივე ეტაპზე თავშესაფარზე უარის თქმის მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა და უარი საქართველოს 10 590 მოქალაქეს ეთქვა. უარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 28% გერმანიაში ფიქსირდება.

ამასთან, 2021 წელს განმეორებითი აპლიკაციების მხრივ, საქართველო მე-10 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა სირია, მას მოსდევს ავღანეთი და ნიგერია. ათეულში ბოლოდან მე-4 ადგილზეა რუსეთი.

გასული რამდენიმე წლის ტენდენცია აჩვენებს, რომ 2020 პანდემიურ წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, 2021 წელს განაცხადების გაზრდილი რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდელ მაჩვენებლებს.

EU-სა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა წლების მიხედვით:

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოდან “მწვანე ბარათის” მიღების მსურველთა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. თუ 2011 წელს აპლიკაცია 39,253 ადამიანმა შეავსო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 112,464-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის მონაცემები ცნობილი რამდენიმე თვეში გახდება.

წყარო: ბიზნესფორმულა