Turkish Airlines-მა (Türkiye Havayollar) Touristanbul -ი განაახლა. თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ Turkish Airlines-ის მგზავრებს შეუძლიათ კიდევ ერთხელ ისარგებლონ Touristanbul-ის სერვისით და დატკბნენ სტამბოლის არაჩვეულებრივი ტურისტული ღირსშესანიშნაობებით. სერვისი COVID-პანდემიის გამო იყო დაპაუზებული. მომსახურება არის უფასო და განკუთვნილია მხოლოდ Turkish Airlines-ის მგზავრებისთვის, რომელთაც აქვს ტრანზიტული რეისი სტამბოლის გავლით და ტრანსფერის ხანგრძლივობა 6-დან 24 საათამდეა.

ტურს ემსახურებიან გამოცდილი გიდები, მგზავრების გადაყვანა ხდება სპეციალური ავტობუსით. ამავდროულად, მათ შეუძლიათ აირჩიონ შემოთავაზებული ექვსი კულტურული პროგრამიდან ერთ-ერთი, როგორიცაა მეჩეთების, მუზეუმის ან ტოპკაპის სასახლის მონახულება. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ავიაკომპანიის დაახლოებით 60 000 მგზავრი შეძლებს სერვისით სარგებლობას.

Touristanbul-ზე რეგისტრაცია მგზავრებს საერთაშორისო ტერმინალში Hotel Desk შეუძლიათ.