საქართველოს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის ნაწილია, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს. საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური მიიჩნევს, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველომ ინვესტორების დასაინტერესებლად ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.
„ერთიანი საჰაერო სივრცის“ ხელშეკრულება არის გარანტი, რომ საქართველოში იქნება ჯანსაღი კონკურენცია, ასევე ფრენების უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე იქნება საკმაოდ მაღალი სტანდარტი. მოგეხსენებათ, რომ ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი აკმაყოფილებს ყველა იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც ავიაციაში ყველამ უნდა დაიცვას. ევროკავშირს ის კიდევ უფრო გამკაცრებული აქვს და ის ავიაციის სფეროში უშიშროებისა და უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტანდარტია.
ეს დოკუმენტი უკვე არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში ყველა მოთამაშისთვის ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. ქართული ავიაკომპანიებისთვის თუ უცხოური ავიაკომპანიებისთვის უნდა იყოს თანაბარი პირობები. არავის უნდა ენიჭებოდეს პრივილეგია, პროტექციონალიზიმი და განსაკუთრებული პირობები. რაც უპირველესად მგზავრებისთვისაა კარგი.
საქართველოსთან ერთად ერთიანი საჰაერო სივრცის ნაწილი სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ესენია: მოლდოვა, მაროკო, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ტუნისი და ალჟირი. ეს კარგია ჩვენთვის, მგზავრებისთვის, კომპანიებისთვის რათა მივიღოთ ყველა ის სიკეთე და პრივილეგია რაც ევროკავშირის ბაზარს მოაქვს.
ეს არის კიდევ ერთხელ გარანტი და მესიჯი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში ჩადონ ფული, გახსნან ქვეყანაში ახალი საავიაციო კომპანიები: ეს ავიაკომპანია იქნება თუ სხვა ნებისმიერი საავიაციო სერვისის მიმწოდებელი კომპანია. ყველა ინვესტორს კარგად ესმის, რომ ამ ხელშეკრულებით ის იქნება დაცული და შეძლებს ზუსტად იმ უფლებებით და პრივილეგიებით სარგებლობას, რითაც ევროკავშირში ისარგებლებდა და მიიღებს ყველა იმ ბენეფიტს, რასაც ევროკავშირის ტერიტორიაზე მიიღებდა. საქართველომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რადგანაც ის არის ევროპასა და აზიას შორის. აქ ჯერ კიდევ შედარებით იაფია მუშახელი. მით უმეტეს პანდემიის დროს უნდა შევეცადოთ, რომ მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ და მეტი ავიაწარმოება გადმოვიტანოთ საქართველოში”, – განმარტავს იგორ აფციაური, რომელიც წლების უკან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მუშაობდა და „ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ ხელშეკრულების შემუშავებაში იყო ჩართული.
საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის 2010 წელს მოეწერა ხელი შეთანხმებას. საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირება 2011 წელს მოხდა. 2014 წელს კი ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და მოხდა ერთიანი საჰაერო სივრცის დოკუმენტის ოფიციალური ინიცირება.
ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უნდა მოეხდინა აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება ამიტომაც პროცესი გაიწელა და დიდი დრო დასჭირდა.
ქვეყნების უმეტესობამ მისი რატიფიცირება მალევე მოეხდინათ, თუმცა რამდენიმე ქვეყანას დარჩა, რომლებიც კომპლექსური შიდა პროცედურები ქონდათ გასავლელი. 2018-2019 წლებში კი ყველა წევრმა ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიცირება და ამის შემდეგ ის ევროკომისიას გადაეგზავნა. დღეს კი ოფიციალურადაა რატიფიცირებული ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მიერ. რაც ძალიან მახარებს, რადგანაც ამ საქმეში მეც დიდი წვლილი მიმიძღვის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მუშაობისას არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. 2011 წლიდან გარკვეულწილად და 2014 წლიდან სრულად ვსარგებლობდით ევროკავშირის ბაზრით და ყველა ქართულ კომპანიას შეეძლო ამ ბაზარზე შეზღუდვების გარეშე ოპერირება. თუ რა თქმა უნდა ესა თუ ის კომპანია ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
როდესაც შენ ხდები ევროკავშირის ერთიანი საჰაერო სივრცის წევრი და მით უმეტეს ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ჩვენ დაგვეკისრა ყველა სფეროში და განსაკუთრებით ავიაციის სფეროში ევრორეგულაციები, რომელიც საკმაოდ ბევრია. ეს ევრორეგულაციები კი სრულად უნდა დავნერგოთ კანონმდებლობაში. საბედნიეროდ საქართველო ამას ადრეც აკეთებდა და დღეისათვის ნახევარზე მეტი ევრორეგულავია ავიაციის სფეროში არის მთლიანად ან ნაწილობრივ დანერგილი. ჩვენ ამას ყველაფერს წინმსწრებად ვაკეთებდით.
რადგან დოკუმენტი უკვე ოფიციალურად რატიფიცირებულია ჩვენ გვაქვს 2 წელი, რათა სრულად მოხდეს ამ რეგულაციების დანერგვა. ეს უკვე ოფიციალური მოთხოვნაა. ამ ვალდებულებებთან და გაიდლაინებთან ერთად რაც ქვეყანამ აიღო ევროკომისიიდან აიღო ყველაფერი უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შენიშვნები, შეზღუდვები და სანქციებით კი შესაძლოა მოყვეს. ამიტომ მათი შესრულება 100%-ით უნდა მოხდეს” განმარტავს აფციაური.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებას 2010 წელს მოეწერა ხელი. ხელშეკრულება ძალაში შედის ყველა წევრი სახელმწიფოს და ევროკავშირის მიერ რატიფიცირებიდან 2 წლის ვადაში და მისი სრულად ამოქმედების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ კი, ხელშეკრულების დანართებში მოყვანილი რეგულაციებისა და დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვა (ოთხომცამდე რეგულაცია/დირექტივა). შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ქვეყანას ექნება ერთიანი საჰაერო სივრცე ევროპასთან და უფრო მაღალი – ევროპული სტანდარტები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მისი ზედამხედველობის, მგზავრთა უფლებების დაცვის, საავიაციო ბაზარზე დაშვების, ავიასპეციალისტთა კვალიფიკაციის, საჰაერო მოძრაობის ორგანიზების, უშიშროების და სხვა ძირითადი მიმართულებების კუთხით. ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასთან და ა.შ. დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას.
„ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოს, ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების (CAA-A)” ფარგლებში, უკვე სრულად დაინერგა მგზავრთა უფლებების დაცვის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების (ევროკავშირის SAFA-ს პროგრამა), ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები;