ავიაკომპანია Emirates-მა დუბაის ავიაშოუზე, 16 ნოემბერს, ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანია Airbus-ისგან 15 ერთეულ A350-900-ს 6 მილიარდ დოლარად შესყიდვის.

ამრიგად, ავიაკომპანიის მიერ შეკვეთილი A350 თვითმფრინავების საერთო რაოდენობამ 65-ს მიაღწია. Emirates პირველი თვითმფრინავის მიღებას მომავალი წლის აგვისტოში გეგმავს, ზოგადად მიწოდება 2028 წლის დასაწყისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ავიაშოუს ფარგლებში, Emirates-მა Boeing-ს 777-9, 777-8 და 787 Dreamliner მოდელების 95 თვითმფრინავი 52 მილიარდ დოლარად შეუკვეთა.

ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-მა მანამდე განაცხადა, რომ გააფორმა მრავალმილიარდიანი შეთანხმება Boeing-თან 300 ერთეული თვითმფრინავის შესყიდვაზე.