კომპანია Boom Sonic-მა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის მშენებლობა დაასრულა. მისი ტესტირება დეკემბერში იგეგმება.

თვითმფრინავი რეისს ნიუ-იორკიდან ლონდონის მიმართულებით შეასრულებს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ის იქ 3,5 საათში ჩაფრინდება. თუმცა, აღნიშნული თვითმფრინავით რეგულარული ფრენები მინიმუმ 2029 წლამდე არ დაიწყება. ეს ყველაფერი ზებგერითი სახმელეთო ფრენების ამჟამინდელი აკრძალვის გამო.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი თვითმფრინავით ატლანტის ოკეანის გასწვრივ მოგზაურობა უფრო მარტივი გახდება. ამერიკელები ევროპაში ჩასვლას რამდენიმე საათში შეძლებენ, აზიაში კი დღეში.

Boom Sonic-მა წიბასწარ უკვე გაყიდა 130 თვითმფრინავი. ფრენებისთვის 600-ზე მეტი მარშრუტია გათვალისწინებული.