ავიაკომპანია Georgian Airways-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აანონსებს. კომპანიის ცნობით, 24 ნოემბერს, შავ პარასკევთან დაკავშირებით, ავიაგადამზიდავს მგზავრებისთვის სასიამოვნო შეთავაზება აქვს.
„აქცია ეხება (1-29) თებერვლის პერიოდის ყველა ევროპულ მიმართულებას (ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მიუნჰენი, ბერლინი, მილანი, ლარნაკა) .
ONE WAY ბილეთის ღირებულება შეადგენს 99 ევროს და მოიცავს 23კგ რეგისტრირებულ ბარგსა და 8კგ ხელბარგს!
აღნიშნულ ფასად, ბილეთების შეძენას შეძლებთ მხოლოდ 24 ნოემბერს, როგორც ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ისე სათავო ოფისის სალაროსა და პარტნიორ სააგენტოებში“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.