Emirates-მა გიგანტი ავიალაინერის Airbus A380-ის ბორტებზე ბარები და საშხაპე კაბინები გახსნა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო დაკეტილი ჰქონდა. სოციალური დისტანციისა და ზოგადად COVID-19-ს გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე ბარში სკამები რაოდენობა შეზღუდულია. ბარი თვითმფრინავის კუდის მხარეს, მეორე გემბანზეა განთავსებული და ემსახურება პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრებს.

რაც შეეხება საშხაპეებს, ამ სერვისით სარგებლობა ისევ პირველი კლასის მგზავრებს შეუძლიათ. ორი დიდი სპა ზონა Airbus A380-ის წინა ნაწილშია განთავსებული. პროცედურების დაწყებამდე, ბორტგამყოლები მოგზაურებს ერთჯერად პირსახოცებს და ინდივიდუალურ კოსმეტიკურ ნაკრებებს აწვდიან. 

Emirates-მა დასვენების ზონების მუშაობა განაახლა ასევე Boeing 777-ის ბორტებზეც.