ბრაზილიურმა ავიამშენებელმა კომპანია Embraer-მა 2020 წლის მესამე კვარტალში დამკვეთებს 28 ერთეული საჰაერო ხომალდი მიაწოდა, საიდანაც 7 კომერციული თვითმფრინავი იყო, ხოლო 21 თვითმფრინავი საქმიანი ავიაციის სეგმენტის საჭიროებას წარმოადგენდა.

30 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიის მყარი შეკვეთების პორტფელმა 15,1 მლრდ დოლარი შეადგინა.

2020 წლის 9 თვეში კი Embraer-მა დამკვეთებს 43 ბიზნესჯერი და 16 კომერციული საჰაერო ხომალდი მიაწოდა.