მიმდინარე წლის ბოლომდე ჩინეთში 41 ახალი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი და აეროპორტებში დამატებით 2 264 საჰაერო ხომალდის დასაყენებელი ადგილი გაჩნდება. 

2020 წლის ბოლომდე ჩინეთში სამოქალაქო აეროპორტების რაოდენობა 241-ს მიაღწევს. 2019 წლის ბოლოს ქვეყანა 238 აეროპორტს აერთიანებდა.

ჩინეთი სამოქალაქო ავიაციის მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. 2019 წელს ჩინეთი 660 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 7.9%-ით მეტია.