El Al-ის მგზავრები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 20:30 საათზე იქნებიან. როგორც საქართველოში El Al-ის წარმომადგენელი კომპანია discovery-ში განმარტავენ, მგზავრების თელ ავივიდან ბათუმში ტრანსპორტირებაზე El Al-ის იგივე ბორტი იზრუნებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ თვითმფრინავმა, რომელიც ბათუმის მიმართულებით ასრულებდა რეისს, იძულებითი დაშვება განახორციელა. ავიაკომპანია El Al-ის თვითმფრინავი, რომელიც თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით მოფრინავდა და აეროპორტიდან 15 წუთის აფრენილი იყო, უკან მიბრუნდა და ბენ გურიონის საერთაშორისო  აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. მიზეზად კი მარცხენა ძრავის გადახურება დასახელდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.