ტურისტების უმეტესობა ღამის თევისას უპირატესობას სტანდარტულ სასტუმროს ან აპარტამენტს ანიჭებს, რაც Airbnb-ზე მრავლად მოიძებნება. თუმცა ამჯერად ონლაინ პლათფორმამ საკუთარი მომხმარებლები საკმაოდ გააკვირვა, როდესაც შეთავაზებაში ჩაუშვა სასტუმრო, რომელიც კარტოფილს ჰგავს. სასტუმრო Big Idaho Potato Hôtel-ი, რომელიც აშშ-ს შტატ აიდაჰოში მდებარეობს. როგორც ირკვევა, აიდაჰო‎ სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ ერთ-ერთი ლიდერი შტატია და ამ დარგში მის მთავარ პროდუქციას კარტოფილის მოყვანა წარმოადგენს.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა კომპანიამ გადაწყვიტა პრომო აქცია წამოეწყო და საკუთარ ტერიტორიაზე კარტოფილის ფორმის სასტუმრო ჩაედგა. სასტუმრო 6 ტონა , გადამუშავებული კარტოფილის ნაფცქვენისგანაა აშენებული, რომელსაც 7 წლის განმავლობაში აგროვებდნენ.

კარტოფილის მსგავს სასტუმროში ყველა ინფრასტრუქტურაა, რაც სტუმრისათვისაა საჭირო. 

სასტუმრო Big Idaho Potato Hôtel-ი ორ სტუმარზეა გათვლილი. თითო ტურისტს ერთ დღე/ღამეში 210 დოლარის გადახდა მოუწევს.