El Al-ის თვითმფრინავმა, რომელიც ბათუმის მიმართულებით ასრულებდა რეისს, იძულებითი დაშვება განახორციელა. ავიაკომპანია El Al-ის თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით და აეროპორტიდან 15 წუთის აფრენილი იყო, უკან მიბრუნდა და ბენ გურიონის საერთაშორისო  აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. მიზეზად კი მარცხენა ძრავის გადახურება დასახელდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

საქართველოში El Al-ის წარმომადგენელი კომპანია discovery-ში განმარტავენ, რომ თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება ტექნიკური პრობლემის გამო განახორციელა. კომპანიაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს თვითმფრინავის შემოწმება და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ბათუმის მიმართულებით მგზავრთა ტრანსპორტირებაზე იგივე ბორტი იზრუნებს თუ თვითმფრინავის ჩანაცვლება გახდება საჭირო.