ედიმბურგის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი განსხვავებულად მიულოცეს. დრონების მეშვეობით ცაზე სხვადასხვა ფიგურები გამოსახეს და ასე მიულოცეს 2021 წლის შემობრძანება.
დრონების გადაადგილებას თან ახლდა ბრიტანელი მწერლის ჯეკი ქეის ლექსი “Fare Well”, რომლითაც ის 2020 წელს დაემშვიდობა და 2021 წელს ყველასთვის ყოველივე საუკეთესოს სურვილი გამოთქვა.
ღონისძიებაში სულ 150 დრონი იღებდა მონაწილეობას, რომლის ოპერირებასაც კომპანია Celestial ახდენდა.
ცაზე ფიგურების გამოსახულების შესაქმნელად გამოყენებული იქნა ხელოვნური ინტელექტიც. ყველა ტრიუკი 150 მეტრის სიმაღლეზე შესრულდა.