ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ავიაკომპანია Georgian Airways-ის რეისი ვერ მიიღო. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ვენა-თბილისის რეისის მიღება აეროპორტმა ცუდი მეტეოროლოგიური მდგომარეობის ვერ მოახერხა.

როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, აღნიშნული რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განრიგიდან ირკვევა, დღეს თბილისში უნდა დაჯდეს ასევე Turkish Airlines-ის სტამბოლი-თბილისის რეისიც. ავიაკომპანიამ მოფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:55 საათზე უნდა განახორციელოს.

შეიცვლება თუ არა მეტეოროლოგიური ვითარება და ამ დროისათვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ იქნება თუ არა ნისლი უცნობია.