2021 წლის 10 თებერვლიდან ბრიტანული “ლოუქოსტერი” easyJet-ი ხელბარგის სტანდარტულ ზომებს ამცირებს. აღნიშნულის მიზეზად, ავიაკომპანიამ პუნქტუალურობის და თვითმფრინავში ჩასხდომის პროცესით გაუმჯობესების სურვილი დაასახელა. თუ კი დღეს easyJet-ის ნებისმიერ მგზავრს თვითმფრინავის ბორტზე 56х45х25 სმ ზომის ხელბარგის ატანა შეუძლია, ახალი წესების მიხედვით ხელბარგის ზომა 45х36х20 სმ სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს. აღნიშნული ხელბარგის განთავსება ხდება წინა სავარძლის ქვეშ.
რაც შეეხება სხვა უმსხვილეს ევროპულ “ლოუქოსტერებს” მათი ხელბარგის სტანდარტები ასეთია:
Ryanair: 40х25х20 სმ,
Wizz Air: 40х30х20 სმ.