უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა – FlyUIA, ქვეყნის პრეზიდენტს ფინანსური დახმარებისთვის მიმართა. ავიაკომპანიას იმედი აქვს, რომ ვოლოდიმერ ზელენსკი ფინანსების მოძიებაში და დავალიანების გადახდის გადავადებაში დაეხმარება 

”სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას დღემდე საავიაციო ინდუსტრიის ხელშემწყობი ღონისძიებები არ გაუტარებია. FlyUIA-მ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პროფილურ სამინისტროებთან დიალოგის იმედი დაკარგა და ამიტომ თქვენ მოგმართავთ ბატონო პრეზიდენტო”, წერია ავიაკომპანიის მიერ ზელენსკისათვის გაგზავნილ წერილში. 

FlyUIA უკრაინის პრეზიდენტს სთხოვს, დაავალოს მთავრობას ავიაკომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასის გადასახდელად სესხის გამოყოფაზე გეგმის შედგენა.

ავიაკომპანია ასევე ელოდება, რომ ინფრასტრუქტურის და ფინანსთა სამინისტროები FlyUIA-ს დავალიანების გადახდის გადავადებაზეც იმსჯელებენ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ FlyUIA, ისევე როგორც სხვა ავიაკომპანიები საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას, რათა მათ მოახერხონ გადარჩენა, ვიდრე მოთხოვნა და საერთაშორისო გადაყვანები გაიზრდება.