მსოფლიოში სიდიდით მესამე ბრაზილიურ ავიამშენებელ კომპანია Embraer-ში მიიჩნევენ, რომ უახლოეს ხანებში მსოფლიო ფლოტის ზომა (და რაც მთავარია, სტრუქტურა) შეიძლება ძირეულად შეიცვალოს. პოსტპანდემიურ პერიოდში ავიაკომპანიებს ნაკლები საჰაერო ხომალდის გარდა, უფრო მცირე ზომის თვითმფრინავებიც დასჭირდებათ.

როგორც არგუმენტი, კომპანიას შემდეგი მონაცემები მოჰყავს: პანდემიის დასაწყისიდან, საშუალო მაგისტრალური ვიწროფიუზელაჟიან თვითმფრინავებზე, რომელზედაც შეკვეთა ადრე იყო გაკეთებული უარის თქმის მაჩვენებელი 213%-ით გაიზარდა, ხოლო საჰაერო ხომალდების სეგმენტში, რომელთა მოცულობა 150 ადგილია – მხოლოდ 25%-ით.

Embraer-ის გაანგარიშებით, 2020 წლიდან 2029 წლამდე 150 ადგილამდე ტევადობის თვითმფრინავების ბაზარი 5,5 ათასი თვითმფრინავი იქნება, მათ შორის 4,42 ათასი რეაქტიული და 1,08 ათასი ტურბოპროპული რეგიონალური თვითმფრინავი.

ამათგან მხოლოდ 25%-ია საჭირო ფლოტის ზრდისთვის. ამ ტენდენციიდან გამომდინარე, კომპანია სერიოზულად განიხილავს ახალი ტურბოხრახნიანი პროგრამის 2022 წელს დაწყებას.