1-ელი ივნისიდან თურქეთი რეგულარულ ფრენებს “ხსნის”. საწყის ეტაპზე საუბარია შიდა რეგულარული ფრენების აღდგენაზე, ხოლო რამდენიმე დღეში ქვეყანა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვისაც “გაიხსნება”. თურქეთმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 28 მარტიდან შეაჩერა.
უკვე ცნობილია, რომ 1-ელ ივნისს პირველი რეგულარული ავიარეისი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე აეროპორტ “სტამბოლიდან” ანკარას მიმართულებით განხორციელდება. აღნიშნულ რეისს კი ავიაკომპანია Turkish Airlines-ი შეასრულებს. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული რეისით ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრიც იმგზავრებს.
რაც შეეხება მეორე თურქულ ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს, ის პირველ რეგულარულ რეისს სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან იზმირის მიმართულებით ადგილობრივი დროით 10:15 საათზე განახორციელებს.