საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ავრცელებს განმარტებას, თუ რა ცვლილებები იმოქმედებს 15 ივნისიდან საბერძნეთში შემსვლელთათვის, სად ჩატარდება ტესტი კორონავირუსზე და ძალაშია თუ არა კარანტინი.

კერძოდ, ოფიციალური ინფორმაციით, ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად ეროვნებისა, თუნდაც იყოს ბერძენი, საბერძნეთში 15 ივნისამდე შესვლის შემთხვევაში, სავალდებულოა, გაიაროს კარანტინი. აეროპორტში ჩამოსვლისას მათ უტარდებათ სწრაფი ტესტი, თუ ის აღმოჩნდება ნეგატიური, სავალდებულოა 7 დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია, ხოლო თუ დადებითი აღმოჩნდება, სავალდებულოა გაიარონ 14 დღიანი კარანტინი.

georgians.gr-ს ინფორმაციით, 15 ივნისის შემდეგ (1 ივლისამდე), ის მგზავრები, რომლებიც ჩავლენ საბერძნეთში და არ არიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებისთვისაც საბერძნეთმა საზღვრები პირველ ეტაპზე გახსნა, კარანტინის გავლა იგივე წესით რჩება სავალდებულო.

1 ივლისიდან საბერძნეთი საზღვრებს ყველა ქვეყნისთვის ხსნის და ყველა მგზავრი ამ ეტაპიდან დაექვემდებარება შერჩევით ტესტირებას. ზოგიერთ ქვეყანასთან არსებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ძალაშია როგორც პირდაპირ ასევე ტრანზიტულ ფრენებზე.

შეგახსენებთ 29 ქვეყნის სიას, რომლიდანაც საბერძნეთში შესვლა შესაძლებელი იქნება ტურისტული მიზნებით და კარანტინის გავლა არ იქნება სავალდებულო:

ალბანეთი, ავსტრია, გერმანია, ავსტრალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი, დანია, შვეიცარია, ესტონეთი, იაპონია, ისრაელი, ჩინეთი, ხორვატია, კვიპროსი, მალტა, ლიტვა, ლატვია, ლიბანი, მონტენეგრო (ჩერნოგორია), ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი, ფინეთი.

წყარო: https://georgians.gr/s