დღეიდან სკანდინავიური ავიაკომპანია SAS-ის ბორტზე პირბადის ტარება მანდატორული აღარ არის. რეგულაციების შემსუბუქება ეხება შიდა რეისებს და ასევე სკანდინავიის ქვეყნებს შორის განხორციელებულ ფრენებს. ხოლო სკანდინავიასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფრენისას პირბადის გამოყენება ისევ სავალდებულოა. 

​”ახლა როდესაც ყველა სკანდავიური ქვეყანა გახსნილია ჩვენ საჭიროებას ვერ ვხედავთ, რომ პირბადის ტარება მოვითხოვოთ”, განმარტავენ ავიაკომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიულმა ავიაკომპანია Norwegian-მა ასევე გამოაცხადა, რომ სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ფრენებზე პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა.