22 ოქტომბრიდან უკრაინული “ლოუქოსტერი” Bees Airline, რომელიც ავიაბაზარს 2021 წელს შემოუერთდა, ოდესა-თბილისი-ოდესას მიმართულებაზე იწყებს ოპერირებას. Bees Airline-ი ოდესა-თბილისი-ოდესას საჰაერო ხაზზე, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კვირაში ერთი სიხშირით (ყოველ პარასკევს) განახორციელებს რეისებს. 

აღსანიშნავია, რომ Bees Airline ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კიევიდან ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.