დღეიდან სკანდინავიური ავიაკომპანია SAS-ის ბორტზე პირბადის ტარება მანდატორული აღარ არის. რეგულაციების შემსუბუქება ეხება შიდა რეისებს და ასევე სკანდინავიის ქვეყნებს შორის განხორციელებულ ფრენებს. ხოლო სკანდინავიასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფრენისას პირბადის გამოყენება ისევ სავალდებულოა.
”ახლა როდესაც ყველა სკანდავიური ქვეყანა გახსნილია ჩვენ საჭიროებას ვერ ვხედავთ, რომ პირბადის ტარება მოვითხოვოთ”, განმარტავენ ავიაკომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიულმა ავიაკომპანია Norwegian-მა ასევე გამოაცხადა, რომ სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ფრენებზე პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა.