საბინაო გაქირავების სერვისის Holidu-ს სპეციალისტებმა გააანალიზეს World Weather Online-ისმონაცემები და წარმოადგინეს ევროპის ყველაზე მზიანი ქალაქების რეიტინგი. ტოპ-ქალაქებისნახევარი ესპანეთის ქალაქებმა გადაინაწილეს.

რეიტინგი ეფუძნება თვეში მზიანი საათების საშუალო რაოდენობას. ათეულში მოხვდნენ ისინი, ვისაც ეს მაჩვენებელი 340-ზე მეტი აქვს.

ასე რომ, ყველაზე მზიანი ქალაქები აღმოჩნდნენ:

ალიკანტე, ესპანეთი (349 მზიანი საათი/თვეში),
კატანია, იტალია (347),
მურსია, ესპანეთი (346),
მალაგა, ესპანეთი (345),
მესინა, იტალია (345),
ვალენსია, ესპანეთი (343),
ნიცა, საფრანგეთი (342),
ლას პალმასი, ესპანეთი (341),
გრანადა, ესპანეთი (341),
პალერმო, იტალია (340),
სევილია, ესპანეთი (340),
სარაგოსა, ესპანეთი (340).

ტოპ 30-ში ასევე მოხვდნენ ტირანა, ათენი, სოფია, ციურიხი, ლისაბონი და სხვა. სრული რეიტინგის ნახვა შეგიძლიათ აქ.