AllClear-ის კვლევის თანახმად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე მდიდრული საჰაერო ჰაბების სიაში ლიდერობს. კვლევაში მონაწილეობა სულ 1800 აეროპორტმა მიიღო. ისინი შეფასდა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ლაუნჯების რაოდენობა, დიზაინერული მაღაზიების არსებობა, მაღალი დონის რესტორნები და სასტუმროები.

დუბაის აეროპორტი 100-დან შთამბეჭდავ 83 ქულას იღებს, ნაწილობრივ მისი 30-ზე მეტი მდიდრული ლაუნჯის წყალობით, რომლებიც ექსკლუზიურ გამოცდილებას სთავაზობს მოგზაურებს.

რეიტინგში შემდეგია ლონდონის ჰითროუს აეროპორტი – ის ლიდერთა TOP-3-ში 82 ქულით უახლოვდება დუბაის. მესამე ადგილზეა დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტია და მას 73 ქულა ერგო.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სიაში დომინირებს აზიური საჰაერო ჰაბები, ხოლო ევროპული რეიტინგში ხუთ პოზიციაზეა წარმოდგენილი. უფრო მეტიც, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტმა მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ აეროპორტებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ცნობილია დიზაინერების მაღაზიებითა და ცნობილი ადამიანების ხშირი ვიზიტებით, მე-11 ადგილზეა.