უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი უკრაინისთვის დასავლური მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის კამპანიას შეუერთდა.
ავიაკომპანიის Boeing 737-800-ზე, რომელმაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი კანადაში შეხვედრაზე ჩაიყვანა, ორი ემოჯი გამოჩნდა. თვითმფრინავის ცხვირში უკრაინის დროშის გვერდით მოთავსებულია F-16-ის მსგავსი გამანადგურებელი თვითმფრინავის გამოსახულება და ლოცვის სიმბოლო.
მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ ჩამოდის პრემიერი თვითმფრინავიდან ასეთი ექსპრომტი კამპანიის ფონზე.
ვიზიტი კანადაში
Flightradar24-ის ცნობით, 10 აპრილს შმიგალი კანადაში გაემგზავრა პოლონეთის აეროპორტიდან ჟესოვიდან, რომელიც უკრაინის ესაზღვრება. სწორედ ამ აეროპორტით ისარგებლა უკრაინაში ჩასასვლელად აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იმავე აეროპორტიდან ოფიციალური საგარეო ვიზიტით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გაფრინდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი კანადაში SkyUp Airlines-ის Boeing 737-800-ით გაფრინდა, რომლის საბორტო ნომერიცაა UR-SQO. ეს სწორედ ის თვითმფრინავია, რომლითაც დღეს Air Moldova სარგებლობს
ვინაიდან Boeing 737-800 არის საშუალო მაგისტრალური თვითმფრინავი, ტორონტოსკენ მიმავალ გზაზე მან შუალედური გაჩერება ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში გააკეთა საწვავის შესავსებად.