უკრაინის უმაღლესი რანგის ლიდერები საზღვარგარეთ ვიზიტების დროს უკვე შეძლებენ უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ით ბორტებით ფრენას.

ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა სახელმწიფო საავიაციო საწარმო „უკრაინასთან“, რომელიც სპეციალიზებულია თანამდებობის პირების ტრანსპორტირებაში.

„SkyUp Airlines ახორციელებს ფრენებს უკრაინის სახელმწიფო სააქციო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის ბოლომდე. SkyUp Airlines-ის თვითმფრინავების გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საწარმოს ინტერესებში (სახელმწიფო საავიაციო საწარმო „უკრაინა“), – განუცხადა SkyUp Airlines-მა avianews-ს.

„მოხარული ვართ, რომ ვეხმარებით სახელმწიფოს და ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს პასუხისმგებლობით და ეფექტურად“, – ციტირებს ავიაკომპანიის პრესსამსახური SkyUp Airlines-ის აღმასრულებელ დირექტორს დიმიტრი სეროუხოვს.

პირველი მგზავრი

ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რომ დაგეგმილი ფრენების შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების მიზნით არ გამჟღავნდება.

თუმცა უკვე ცნობილია, რომ SkyUp Airlines-ის პირველი მაღალი რანგის მგზავრი უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი გახდა. ის სამუშაო ვიზიტით კანადაში 10 აპრილს გაემგზავრა.