COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენები განაახლა.

პირველი რეგულარული ფრენა 3 აგვისტოს შესრულდა და Lufthansa-მ მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოიყვანა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, Lufthansa-ს თბილისი-მიუნხენის რეისით 156 მგზავრმა ისარგებლა.

აეროპორტში მოსულ მგზავრებს, TAV-ის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

ავიაკომპანია რეისებს Airbus A321-200 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
✔️ მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
✔️ თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.3034516406645799&type=3