ჩინეთში შიდა ავიამიმოსვლა COVID-19-მდე არსებულ მაჩვენებელს უბრუნდება. ჩინური მედია წერს, რომ შიდა ავიაბაზარი COVID-19-მდე არსებულ მაჩვენებლებს უკვე სექტემბრის დასაწყისში გაუთანაბრდება. აღნიშნულის შესახებ პროგნოზს კომპანია ForwardKeys-ში აკეთებენ..

აგვისტოს მეორე კვირაში ჩინეთის შიდა ავიაბაზარი უკვე 86%-ით იყო აღდგენილია. იმავე პერიოდში ავიაბილეთების ჯავშნების რაოდენობამ 98%-ი შეადგინა. 

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც COVID-19-ის ეპიდაფეთქების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთ წერტილში, საავიაციო ბაზრის დიდი სეგმენტი ეპიდემიამდე არსებულ დონეს უკვე დაუბრუნდა”, – აცხადებენ ForwardKeys-ში.