პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი სექტემბერში ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე კიდევ ერთ ჩარტერულ ავიარეისს განახორციელებს. როგორც საქართველოში ავიაკომპანიის გენერალური გაყიდვების სააგენტო LOT Travel-ი განმარტავს, 12 სექტემბრის გარდა რეისი შესრულდება 26 სექტემბერსაც. აღნიშნული ჩარტერული ავიარეისიც არის გამყვანი და LOT-ი მგზავრებს მხოლოდ თბილისი-ვარშავას მიმართულებაზე მოემსახურება.

თბილისი-ვარშავას რეისზე ​ავიაბილეთის ღირებულება 1400 ლარია და 
ფასი მოიცავს ჩასაბარებელ ბარგს – 20კგ და 5კგ – ხელბარგს.

“ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ ელ ფოსტაზე შემდეგი დეტალები:
❗️გვარი/სახელი პასპორტის მიხედვით ( ლათინური ასოებით პასპორტის მიხედვით)
❗️საკონტაქტო დეტალები ( ელ ფოსტა და ტელეფონი )
❗️მიმართულება,თარიღი ( ამ შემთხვევაში 26 სექტემბერი თბილისი- ვარშავა )
✈️ასევე შესაძლებელია ვარშავიდან სხვადასხვა მიმართულების შეძენაც, ეს იქნება ცალკე ბილეთი და მგზავრს მოუწევს რეგისტრაციის თავიდან გავლა.
!აქვე გაცნობებთ რომ მგზავრმა უნდა დაადასტუროს მგზავრობის მიზნობრიობა შესაბამისი საბუთების წარმოდგენით!

პოლონეთის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე
https://strazgraniczna.pl/…/8578,Outbreak-of-coronavirus-ru…

! ბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება !
ოფისი მუშაობს დისტანციურად

დაგვიკავშირდით
ტელ: 2554455/2937373
მეილი: lot@lottravel.ge “, აღნიშნულია LOT Travel-ის განცხადებაში.