ერთობლივი მუშაობით ჩვენ შევინარჩუნებთ “მწვანე ქვეყნის” სტატუსს რაც ასევე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ. მას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის, აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებისა და ბიზნესის ჩართულობით და ერთობლივი საპრევენციო ღონისძიებების გატარებით, ვირუსის გავრცელების პრევენცია შესაძლებელია.

ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, განაცხადა ისიც, რომ მთავრობის მიერ გამოხატული პოლიტიკა ვირუსთან ერთად თანაცხოვრების დროს ეხება ვირუსის გავრცელების პრევენციას, მაგრამ იმავდროულად მთავრობის მიზანია მოხდეს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების და ზოგადად ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

“არავითარი საკარანტინე შეზღუდვების დაწესება არ არის დაგეგმილი ბათუმში. რაც მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ეპიდმდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულმა ბიზნესის წარმომადგენლებმა, ჩვენმა მოსახლეობამ, დამსვენებლებმა მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ელემენტარული წესები, რომელიც პირველ რიგში გვეხმარება ვირუსის პრევენციაში.

მეორეს მხრივ, აღნიშნული პასუხისმგებლობა გვეხმარება იმაში, რომ თავიდან ავირიდოთ რაიმე სახის დამატებითი შეზღუდვა, რომელიც იქნება მტკივნეული პირველ რიგში ტურიზმის ინდუსტრიისთვის.

იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გაქვს ძალიან პოზიტიური უკუკავშირი არაერთი კურორტიდან, არაერთი რეგიონიდან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ ამ დარგის განვითარებას. ზუსტად ამიტომ მთავრობის მიერ გამოხატული პოლიტიკა ვირუსთან ერთად თანაცხოვრების დროს ეხება ვირუსის გავრცელების პრევენციას, მაგრამ იმავდროულად ჩვენი მიზანია მოხდეს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების და ზოგადად ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

ამიტომაც საკოორდინაციო საბჭოზე ერთ-ერთი განხილული საკითხი იყო გასართობი ობიექტები, გასართობი ღონისძიებები, ღია სივრცეში არსებული კლუბები თუ სხვა. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების დასვენების ხელშეწყობისთვის, ბიზნესის ხელშეწყობისთვის იქნა გადაწყვეტილება მიღებული. რომ მაქსიმალურად ბიზნესმა გააკეთოს ორი რამ: არსებული თანამშრომლების სისტემატიური ტესტირება იმისათვის რომ კიდევ ერთხელ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და მეორეს მხრივ მოხდეს სივრცეების ხშირი დეზინფიცირება’, განაცხადა ქვრივიშვილმა.