უახლოეს დღეებში ჩინეთი საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების ამოქმედებას გეგმავს.
ჩინეთი ასევე აპირებს, რომ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ჩინეთის ტერიტორიაზე აღარ შეუშვას.
ასეთი ზომები ქვეყანამ COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად მიიღო.
ბოლო დღეებში ქვეყანაში ათობით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, ეს იმ ფონზე როდესაც ჩინეთმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით ინფიცირების ნულოვანი გადაცემა ხდება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 28 მარტიდან ქვეყანაში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ.
შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ჩინეთის მოქმედი ვიზა და ჩინეთში ცხოვრების ნებართვა გააჩნია.
ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო ავიარეისების შეზღუდვას ის ძალაში 29 მარტიდან შედის.
ჩინურ ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელების უფლება ნებისმიერი მიმართულებით ექნებათ, მხოლოდ კვირაში ერთი სიხშირით.
ამავე დროს, COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჰაერო ხომალდის დატვირთულობის კოეფიციენტი 75%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
CAAC-ში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო ფრენებზე უფრო მკაცრი შეზღუდვებიც დააწესოს.