ჩინეთი შეეცდება უზრუნველყოს მცირე და საშუალო ზომის სამოქალაქო აეროპორტების ნორმალური ფუნქციონირება, რომლებიც საჯარო ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია, განაცხადეს ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში (CAAC).
როგორც ირკვევა, უწყება მუდმივად დაუჭერს მხარს და სუბსიდიებს გაუწევს იმ აეროპორტებს, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი 2 მილიონზე ნაკლებია.
ჩინეთის საავიაციო ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მხარდაჭერისა და სუბსიდირების პოლიტიკა ხელს შეუწყობს ამ აეროპორტების უსაფრთხო, ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით იმ აეროპორტების, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონებში მდებარეობენ.
ამ პროგრამის საშუალებით, მცირე და საშუალო ზომის აეროპორტებს მოელიან, რომ გააძლიერებენ თავიანთ როლს რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, ასევე ხალხის გადაადგილების პირობების გაუმჯობესებაში.
მცირე და საშუალო ზომის აეროპორტებს გადამწყვეტი როლი აქვთ ტრანსპორტირებისა და ხალხის გადაადგილების ოპტიმიზაციაში, ეკონომიკურ ზრდასა და საგანგებო სიტუაციებში. მათი უმეტესობა დღეს, ანუ COVID-19-ის პანდემიის შემდეგ გარკვეული შეზღუდვებით ფუნქციონირებს.
CAAC-ის მონაცემებით, 2020 წლის ბოლოსთვის, ჩინეთში სამოქალაქო და საერთო დანიშნულების აეროპორტების რაოდენობა იყო, შესაბამისად, 241 და 313