ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა გარკვეული რეისების მიღება ვერ შეძლო. როგორც AviaNew-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ნისლის ფონზე ცუდი ხილვადობის გამო გარკვეული რეისების გადამისამართება მოხდა. უფრო კონკრეტულად, ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს მიუნხენი-თბილისის ნაცვლად ერევანში დაჯდა. თვითმფრინავი ერევნიდან შემდგომ ისევ მიუნხენში გაფრინდა და მალე ისევ თბილისის მიმართულებით შეასრულებს ფრენას.

რაც შეეხება Turkish Airlines-ის სტამბოლი-თბილისის რეისს, თვითმფრინავი ნისლის გამო ერზრუმში დაჯდა. შესაბამისად გაუქმდა თბილისი-სტამბოლის რეისი.

ამ წუთისთვის მეტეოროლოგიური ვითარება გამოსწორებულია და აეროპორტიც ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.