მიმდინარე კვირაში თურქულ მედიაში საკმაოდ უჩვეულო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც აეროპორტ “სტამბულში” გაყიდვების რეკორდს უკავშირდება.

ჩინელმა ტურისტმა აეროპორტს დუტიფრიში 55 წლიანი დაძველების იაპონური ვისკი Suntory The Yamazaki იყიდა, რაშიც 488 ათასი ევრო ანუ 7 მლნ 889 ათას 886 თურქული ლირა გადაიხადა. ეს შენაძენი კი თურქეთში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მაჩვენებელია.

სასმელის შესაძენად მყიდველი ჩინეთიდან თურქეთში მიზანმიმართულად ჩავიდა თუ “გვერდით ჩაუარა” თურქული მედია არ აკონკრეტებს. თუმცა ირკვევა, რომ ლიმიტირებული სასმელი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადას მიეძღვნა და სულ 100 ბოთლი ჩამოისხა.