უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA მარტის რეისებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. როგორც AviaNews-ს ავიაკომპანიიდან აცნობეს, ნაადრევი ჯავშნების აქცია ძირითადად ევროპულ მიმართულებებზე ვრცელდება და აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 20 თებერვლამდე უნდა მოხდეს, ხოლო თავად მოგზაურობა 31 მარტამდე დაიგეგმოს.

უფრო კონკრეტულად, აქცია შეეხება მილანის, ამსტერდამის, ბარსელონას, პარიზის და ლონდონის მიმართულებებს.

როგორც ცნობილია FlyUIA-ს ეკონომ კლასის სატარიფო პოლიტიკა სამი სახის ტარიფზეა გათვლილი: Lite, Standard და Premium-ი.

                   (0PC)*            (1PC)*      (2PC)*

მილანი         150 €              204 €        240 €

ამსტერდამი   160 €             214 €         250 €

ბარსელონა     158 €            212 €        248 €

პარიზი          180 €             234 €        270 €

ლონდონი      235 €             289 €        325 €

*ორი გზა, მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს

                    (0PC)*     (1PC)*     (2PC)*

ბარსელონა     82 €       109€       127€

*ერთი გზა, მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს

დანიშნულების ქვეყნის ამჟამინდელი მოთხოვნების შესამოწმებლად ეწვიეთ IATA- ს ვებ-გვერდს.

იზრუნეთ უსაფრთხოებაზე და კომფორტზე მოგზაურობისას, COVID -19-ზე ტესტირების ჩატარებით მისაღებ ფასად ავიაკომპანიის პარტნიორებთან – სამედიცინო ლაბორატორიებში IMMD,  ხოლო სადაზღვევო პოლისის შეძენა შესაძლებელია აქ: