რეგულაციები

საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი 36 კომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე...

საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა აღნიშნული უწყების სისტემაში...

ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო ველოდებით ICAO-სა და ევროკომისიის რეკომენდაციებსა და წესებს...

როგორ მოვახერხებთ რომ გავხსნათ ტურიზმი და ამავდროულად ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები? - ამ კითხვებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონკრეტული არგუმენტებით პასუხობს. მარიამ ქვრივიშვილი...

საბერძნეთმა ფრენებზე ახალი რეგლამენტი დაამტკიცა

COVID-19-ის გამო საბერძნეთისთვის წლევანდელი ტურისტული სეზონი რადიკალურად განსხვავებული იქნება. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ და ტურიზმის სამინისტრომ, ხარის თეოხარის მეთაურობით, მიაღწია შეთანხმებას...

თბილისის, ქუთაისის, ბათუმის აეროპორტები იმ საერთაშორისო სტანდარტებით აღიჭურვება, რომელიც გათვალისწინებულია...

ვგეგმავთ, რომ მოსამზადებელ პერიოდში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები სრულად იყოს აღჭურვილი იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც იქნება IATA-ს,  ICAO-ს, ასევე ევროკომისიის გაიდლაინებით,...

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის გახსნა 1-ელი ივლისიდან იგეგმება. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად. თუმცა მანამდე საავიაციო...

EASA აეროპორტებს მოუწოდებს, რომ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად მოემზადონ

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA ) ახალი საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა. სახელმძღვანელო განკუთვნილია აეროდრომებისათვის, რათა ისინი მოემზადონ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად.

ICAO-მ COVID-19-ის რისკებიდან გამომდინარე ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) ახალი რეკომენდაციების კრებული შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყნებს ფრენების უსაფრთხების რისკების აღმოფხვრაში. ეს რისკები კი თავის...

IATA თვითმფრინავის ბორტზე ნიღბის ტარებას ემხრობა, ხოლო შუა სავარძლის დაბლოკვის საკითხს...

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IАТА), ფრენების აღდგენის შემდეგ, თვითმფრინავის ბორტზე ნიღბის ტარების ვალდებულებას, როგორც დროებით ღონისძიებას მხარს უჭერს. იმავდროულად IАТА...

ავიაკომპანიები დროებით კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

COVID-19-ის გამო მგზავრისა და ავიაკომპანიის ურთიერთობის წესში ცვლილებები შევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან კარანაძის განმარტებით, ცვლილებათა პაკეტზე სააგენტომ მუშაობა უკვე დაასრულა და ახლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა მის კიდევ უფრო დახვეწაზე.  "ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი ავიაკომპანიების ლიკვიდობის შენარჩუნებისათვის. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წნეხი ავიაკომპანიებისათვის არის საზღაურის დაბრუნება, ან კომპენსაციის გადახდა. რეგულაციებზე, რომელიც საუბარია არის ევრორეგულაცია, რომლის ანალოგიც წლების წინ ჩვენთან უკვე ადაპტირებული და დანერგილია. უნდა გვესმოდეს, რომ საუბარი არ არის მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბზე, ამ მიმართულებით გლობალურადაცაა მოთხოვნა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან. იყო მათი მხრიდან ოფიციალური წერილები გამოგზავნილი იმ მოთხოვნით, რომ COVID-19 კრიზისიდან გამომდინარე​ გადახედილ იქნეს არსებული პოლიტიკა, რათა კომპანიებისათვის კომპენსაციების გაცემის მიმართულებით გარკვეული შეღავათები ყოფილიყო დაწესებული. მართებულად მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისულ პერიოდში ავიაკომპანიებს მივცეთ საშუალება იმისათვის რომ ბიზნესმა მოახდინოს გადარჩენა და ეს დამატებითი წნეხი როგორმე შევუმსუბუქოთ, დამუშავებული გაქვს უკვე ცვლილების პროექტი. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხის საბოლოო შეჯერებაზე. შედეგად, ამ კრიზისულ პერიოდში ავიაკომპანიებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, დროებით, აღარ ექნებათ. საუბარია მხოლოდ ბილეთში გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე. და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ავიაკომპანიებს, რომ ფრენების აღდგენიდან 2 თვის შემდეგ მგზავრს ბილეთში გადახდილი საზღაური დაუბრუნოს, ან შესთავაზოს ალტერნატიული თარიღი ან ალტერნატიული მარშრუტი", განაცხადა "ბიზნეს პარტნიორთან" საუბრისას ლევან კარანაძემ.  

ამ კვირაში გადაწყდება პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება თუ ახალი...

მიმდინარე კვირაში გადაწყდება 23 მაისიდან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება თუ ახალი NOTAM-ი გამოიცემა და შეზღუდვის კიდევ გახანგრძლივდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე "ბიზნეს პარტნიორთან" საუბრისას განმარტავს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში საჰაერო ფრენების მყისიერი აღდგენა არ მოხდება.  "ჩვენ ველოდებით, რომ გადაწყვეტილება აღდგენასთან დაკავშირებით იქნება ეტაპობრივი. არ ველოდებით, რომ იქნება მყისიერი აღდგენა, იქედან გამომდინარე რომ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. მიმდინარე კვირაში გადაწყდება გაგრძელდება თუ არა ეს შეზღუდვები, ან რა მიმართულებით იქნება გახსნა საჰაერო მიმოსვლის", აცხადებს ლევან კარანაძე. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი გაიმართება.  "COVID-19-ის...

ბოლოს დამატებული