საქართველოში კარანტინის დრო 12-დან 8 დღემდე მცირდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, 8 დღიანი კარანტინის შემდეგ პირს ჩაუტარდება  PCR ტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მე-9 დღეს კარანტინს დატოვებს. თუმცა, მოქალაქეს ვალდებულება ექნება, განმეორებითი ტესტირება მე-12 დღეს ჩაიტაროს.

თავდაპირველად საკარანტინო პერიოდი 14 დღით იყო განსაზღვრული, შემდეგაც 12 დღემდე, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი რვა დღემდე შემცირდა