რებრენდინგის ფარგლებში Ryanair-ის შვილობილი ავიაკომპანია Ryanair Sun-ის კუთვნილი 2 თვითმფრინავი უკვე ახალ ფერებში გადაიღება. Ryanair Sun-ი, რომელიც პოლონეთშია რეგისტრირებული და ამჟამად რებრენდინგის პროცესშია, მალე ბაზარზე Buzz-ის სახელით მოგვევლინება.
ავიაკომპანია Buzz-ი, რომელიც 2000 წლიდან “ლოუკოსტერ” სეგმენტში ოპერირებდა Ryanair-მა 2004 წლის ბოლოს დახურა.
Ryanair Sun-ი კი ბაზარზე 2017 წელს დარეგისტრირდა, ხოლო ფრენები 2018 წლის აპრილიდან დაიწყო.
ახლა კი Ryanair-მა გადაწყვიტა, რომ Buzz-ის ბრენდი აღადგინოს და ეს სახელი Ryanair Sun-ს მიანიჭოს.