ბულგარეთი კვლავ გეგმავს ლევის მიტოვებას და ევროზე გადასვლას. მაგრამ ჯერ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს.
ახალი ვალუტის გაშვების წინასწარი თარიღია 2025 წლის 1 იანვარი. მართალია, გაუგებარია ექნება თუ არა ქვეყნის ხელისუფლებას ამ წლის ბოლომდე ყველაფრის მოსამზადებლად დრო. თუ ყველაფერი კარგად წავა, ბულგარეთი გახდება 21-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდება ევროზონას.
ბოლო ქვეყანა, რომელმაც ევრო შემოიღო, ხორვატია იყო. ეს მოხდა 2023 წლის იანვარში.