ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი თბილისის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. აღნიშნული გაზრდილი სიხშირეებით ავიაკომპანია ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე განახორციელებს.

მაისიდან კი ავიაკომპანია სალონიკი-თბილისი-სალონიკის მიმართულებაზეც განაახლებს ფრენებს

Aegean Airlines-ი, როგორც Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია, წარმოადგენს უმსხვილეს ბერძნულ ავიაგადამზიდავს, რომელიც ბაზარზე 12 წელია ოპერირებს და რეისებს 190 მიმართულებით ასრულებს.