2024 წლის იანვარ-თებერვალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 12%-ით გაიზარდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 2 809,010 ტონა შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 507,126 ტონა. შესაბამისად კლება ზრდა 12.04%-ია.
2024 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-თებერვალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 16%-ია. 2019 წლის ორ თვეში აეროპორტი 3 351,154 ტონა ტვირთს მოემსახურა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.