მთავარი სიახლეები ბუდაპეშტი: გამოცდილი მოგზაურების რჩევები

ბუდაპეშტი: გამოცდილი მოგზაურების რჩევები

1883

ენა ბუდაპეშტში

უნგრეთში ყველა არ საუბრობს ინგლისურად. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ უნგრულის სწავლა, მაგრამ თავიდანვე გაფრთხილებთ: ამ ენაში 18 ბრუნვაა. ამიტომ, უმჯობესია წინაწარ დაისწავლოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა და ტელეფონში ჩაიწეროთ სასაუბრო და სათარჯიმნო აპლიკაციები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ვერ შეძლებთ საჭირო ფრაზის წარმოთქმას, ყოველთვის შეძლებთ ეკრანზე აჩვენოთ; უნგრელები – მეგობრული ხალხია, ყველა გაგიგებთ და აუცილებლად დაგეხმარებათ.

უნგრული ენა

გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას, რომელიც უთუოდ გამოგადგებათ ბუდაპეშტში მოგზაურობის დროს:

  • გამარჯობა — Jó napot [იო ნაპოტ]
  • ნახვამდის — Viszlát [ვისლატ]
  • მადლობა — Köszönöm [კიოსიონიომ]
  • მაპატიეთ — Sajnáljuk [შაინაიუკ]
  • რა ღირს ეს? — Mennyibe kerül? [მენიუბე კერიულ]
  • სად მდებარეობს…? — Hol van …? [ჰოლ ვან]

ბუდაპეშტის ვალუტა

უნგრეთში უნგრული ფორინტია მიმოქცევაში. ზოგიერთი მაღაზია და რესტორანი ევროს იღებს, მაგრამ უზომოდ მაღალი კურსით.  გირჩევთ ვალუტა არ გადაცვალოთ აეროპორში ან ქალაქის ცენტრში, თუ არ ხართ მზად ზედმეტი იხადოთ. ამგვარად, სად უნდა გადაცვალოთ ფული ბუდაპეშტში?  ყველაზე ხელსაყრელია ბანკებში ან ტურისტული ადგილებიდან მოშორებით მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. აუცილებლად შეეკითხეთ საკომისიოს შესახებ – ზოგჯერ იგი გადასაცვლელ თანხასაც კი აღემატება. ამიტომ, არ დაიზაროთ და ის ადგილი იპოვეთ, სადაც ნორმალური კურსი და პირობებია.

განთავსება ბუდაპეშტში

ბუდაპეშტი დაყოფილია 23 რაიონად, რომლებიც უბრალოდ რომაული ციფრებითაა აღნიშნული. თუ გსურთ მშვიდ ადგილზე იცხოვროთ და თან ღირსშენიშნაობებთან ახლოს, განთავსების ობიექტები მოძებნეთ II და XII რაიონების აღმოსავლეთ ნაწილებში. VI, VII, VIII რაიონები ახალგაზრდებისთვისაა შესაფერისი – აქ უამრავი ბარი და კლუბია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ  VIII რეგიონში ასევე მდებარეობს ბოშათა გეტო, და აქ არ არის უსაფრთხო დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში.

გირჩევთ არა სასტუმრო, არამედ ბინა შეარჩიოთ. ბუდაპეშტში ბინის (რამდენიმე ოთახიანისაც კი) ქირაობას სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასადაც კი შეძლებთ. უნგრეთის დედაქალაქში ხშირად იმართება სხვადასხვა ფესტივალი და კონფერენცია და ამ დროს განთავსების ობიექტების ფასები 2-3-ჯერ შეიძლება გაიზარდოს, ამიტომ შეეცადეთ თვალყური ადევნოთ თარიღებს, რათა თქვენი მოგზაურობა უფრო წარმატებულად დაგეგმოთ.

ბუდაპეშტის ტრანსპორტი

როგორ ვიმგზავროთ ბუდაპეშტის აეროპორტიდან ქალაქში? ფერენც ლისტის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელიც ცენტრიდან 20 კმ-ში მდებარეობს, შეგიძლიათ იმგზავროთ:

შათლ-ბასით – დაახლოებით €10. ტრანსფერი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. კომპანიის მიკროავტობუსი აეროპორტთან ახლოს დაგელოდებათ აღნიშნულ ადგილზე. მგზავრობის ღირებულება განსხვავდება. თუ 2-3 ადამიანი ერთად მოგზაურობთ, უმჯობესია ტაქსით იმგზავროთ.

100 E ავტობუსით – €2.83. იგი მოძრაობს 05:00-01:20 ყოველ 20 წუთში. ბილეთის შეძენას ავტომატში შეძლებთ, მძღოლთან უფრო ძვირი დაგიჯდებათ. ავტობუსი 100 E ქალაქის ცენტრში სამ გაჩერებას აწყობს Kälvintér, Astoria და Deák Ferenc tér.

200 E ავტობუსით – €1, 10 გაჩერება – აეროპორტის გასასვლელიდან მარცხნივ მდებარეობს. 200 E ავტობუსი ყოველ 7 წუთში გადის  3:30 საათიდან 22:59 საათამდე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია აეროპორტში საინფორმაციო დახლებთან, გაზეთების კიოსკებში ან პირდაპირ ავტობუსის გაჩერებაზე მდებარე ავოტამატებში. მძღოლთან ბილეთის ღირებულებაა €1.42. ეს 450 ფორინტია. მგზავრობის საფასური ადგილობრივი ვალუტით უნდა გადაიხადოთ. ავტობუსში ბილეთის კომპოსტირება ასვლისთანავე ხდება. ავტობუსი თქვენ ბოლო მეტროს სადგურში მიგიყვანთ – Köbánya-Kispest, ხაზი M3. აქიდან ქალაქის ცენტრში მეტროთი შეძლებთ მგზავრობას. Deak Ter  – მეტროს სამი ხაზის საკვანძე სადგურია, რომელიც  ქალაქის შუაგულში მდებარეობს.

ტაქსით – 23 ევროდან.

ბილეთების ტიპები და გადახდის მეთოდები:

  • ერთჯერადი ბილეთი (vonaljegy) – ერთი სახეობის ტრანსპორტში მოქმედებს შეძენის მომენტიდან 80 წუთის განმავლობაში. იგი სპეციალურ ავტომატებში შეგიძლიათ შეიძინოთ. აუცილებლად მოახდინეთ ბილეთის კომპოსტირება, რადგან მეტროს გამოსასვლელთან და მიწისზედა ტრანსპორტში კონტროლიორებმა შეიძლება შეგამოწმოთ. პუბლიკაციის დროს ასეთი ბილეთის ღირებულება 350 ფორინტია.
  • მძღოლთან შეძენილი ერთჯერადი ბილეთი helyszínen váltott vonaljegy) – თუ მოულოდნელად წინასწარ ვერ მოახერხეთ მგზავრობის გადახდა, ბილეთის შეძენა მძღოლთან შეგიძლიათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ იგი უფრო ძვირი დაგიჯდებათ (450 ფორინტი).
  • ერთჯერადი ბილეთი გადაჯდომით (atszállójegy) – ერთიანი  ნებისმიერი ორი სახეობის ტრანსპორტისთვის (530 ფორინტი).
  • ათი ბილეთი (10 darabosgyűjtőjegy) – ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტში მგზავრობის 10 სამგზავრო ბილეთის ბლოკი. იგი უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე რაოდენობის ცალკე შეძენილი ბილეთები – 3000 ფორინტი. ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ ათივე ბილეთი მათი ვადის გასვლის თარიღამდე უნდა შეინახოთ.
  • ერთდღიანი სამგზავრო ბილეთი (24 órás jegy) – მოქმედებს 24 საათის განმავლობაში ყველა სახის ტრანსპორტში მგზავრობის რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. ღირებულება – 1650 ფორინტი.
  • ერთდღიანი ჯგუფური სამგზავრო ბილეთი (csoportos 24 órás jegy) –  5 ადამიანამდე ჯგუფს საშუალებას აძლევს 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად იმგზავროს ქალაქის ფარგლებში. ღირებულება – 3300 ფორინტი.
  • სამდღიანი სამგზავრო ბილეთი  (72 órás jegy) – მოქმედებს ყველა სახის ტრანსპორტში, მგზავრობის რაოდენობა შეუზღუდავია. ფასი – 4150 ფორინტი.
  • ერთკვირიანი სამგზავრო ბილეთი (Hetijegy) – ვრცელდება ყველა სახის ტრანსპორტზე და მგზავრობის რაოდენობის შეზღუდვის გარეშე მოქმედებს, მისი ფასი – 4950 ფორინტია.

ეს არ არის ბუდაპეშტში შესაძლო სამგზავრო დოკუმენტების სრული სია. როგორც ჩანს, ქალაქის ხელმძღვანელობამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ყველა ტურისტს შეეძლოს მისთვის მოსახერხებელი ვარიანტი შეარჩიოს. ბილეთების ფასები, ისევე როგორც ბუდაპეშტის ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი ამ ვებ-გვერდზე   შეგიძლიათ იხილოთ.

სავსებით ხელმისაწვდომია ქალაქში ტაქსით მოძრაობა. ჩასხდომა საშუალოდ 470 ფორინტი (€1.5) ღირს, ხოლო  თითოეული კილომეტრი –  280 ფორინტი (€0.90). უმჯობესია ავტომობილი წინასწარ გამოიძახოთ    ერთ-ერთი პოპულარული სერვისის მეშვეობით: 6×6 Taxi, Barat Taxi і Budapest Taxi.

ქალაქში ასევე შეგიძლიათ ველოსიპედით გადაადგილდეთ. ერთი დღე-ღამით ქირაობის საფასურია 3000 ფორინტი. ასევე არსებობს ველოსიპედების ქირაობის  ქალაქის უფასო ქსელი – Bubi, მაგრამ აქ ველოსიპედი მხოლოდ ნახევარი საათით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

ბუდაპეშტის ტურისტული ბარათი

ბუდაპეშტის (Budapest Kartya) ტურისტული ბარათის მეშვეობით თქვენ შეძლებთ თანხა დაზოგოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას და მთავარი ღირსშესანიშნაობების მონახულებისას. იგი შეგიძლიათ შეიძინოთ ტურისტულ საინფორმაციო ბიუროში «Tourinform»,  უამრავ ტურისტულ სააგენტოში, სასტუმროებში, მუზეუმებში და ბილეთების სალაროებში ქალაქის ყველაზე მოძრავ ნაწილებში. გაყიდვის ადგილები ჩვეულებრივ სპეციალური სტიკერით აღინიშნება. ბარათის საფასურია:  ერთდღიანი – 4900 ფორინტი, ორდღიანი – 7900, სამდღიანი – 9900.

ბარათი უფრო იაფი ეღირება, თუ წინასწარ ონლაინ შეუკვეთავთ  ამ ვებ-გვერდზე. აქვე იხილავთ ყველა იმ ფასდაკლებას, რომელსაც ბარათი უზრუნველყოფს.

უფასო ექსკურსიები ბუდაპეშტში

მოემზადეთ იმ ფაქტისთვის, რომ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების მოსანხულებლად ბევრი სიარული მოგიწევთ. საბედნიეროდ, არსებობს შესაძლებლობა უფასოდ შეუერთდეთ ჯგუფს  და მნიშვნელოვანი ადგილები ფაქტობრივად 3 საათში მოინახულოთ. ამ ვებ-გვერდზე უფასო მიმოხილვითი და თემატური ექსკურსიების შეთავაზებებს შეგიძლიათ  გაეცნოთ, რომლებიც ყოველდღიურად იმართება.

თუ რაღაც განსაკუთრებული გსურთ იხილოთ, გირჩევთ „ბუდაპეშტის ეზოები: ქალაქის საიდუმლო ცხოვრებას“, ასევე ერთმნიშვნელოვნად  ღირს „შემოქმედებითი ბუდაპეშტის ატმოსფეროში“ ჩაეფლოთ და ნანგრევების პაბები გაიცნოთ ახლოს.

ბუდაპეშტის უჩვეულო ღირსშესანიშნაობები

ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაიგოთ იმ ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ, რომლებიც ბუდასა და პეშტში უნდა მოინახულოთ. აქვე გირჩევთ რამდენიმე ადგილს ქალაქში, რომლებიც არ არის შეტანილი სტანდარტულ გზამკვლევებში, თუმცა  ყურადღებას მაინც იმსახურებს:

  • შადრევანი „ღია წიგნი“ (Henszlemann Imre) – ზღაპრული არქიტექტურული ქმნილება. როდესაც ამ შადრევანს უყურებთ, გეჩვენებათ, თითქოს უხილავი ჯადოქარი ან გრძნეული უზარმაზარი წიგნის გვერდებს ფურცლავს. სინამდვილეში კი ეს სწორად განათებული წყლის მოძრავი ნაკადია.
  • მაღაზია Sugar! (Paulay Ede, 48) – ნამდვილი სამოთხე ტკბილეულის მოყვარულთათვის. სხვადასხვა ყინულკარამელის, კანფეტის, ნამცხვრის და სხვა ტკბილეულის ყველაზე დიდი მაღაზია. აქ თქვენ დარწმუნდებით, რომ კონდიტრების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.
  • ფილოსოფიური ბაღი (Gellért-hegy) უფრო ცნობილი ადგილია, მაგრამ ცოტა ტურისტი თუ სტუმრობს მას. პატარა მოვლილი ბაღი, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია იესოს, ბუდას, ლაო-ძის, მაჰათმა განდისა და სხვათა ქანდაკებები.

საკვები ბუდაპეშტში

თუ რესტორნებში ფულის ხარჯვას არ გეგმავთ, იქირავეთ საცხოვრებელი სამზრეულოთი და თქვენით მოამზადეთ საჭმელი რამდენიც მოგესურვებათ. ადილობრივი მოსახლეობა პროდუქტებს Tesco მაღაზიათა ქსელში ყიდულობს.  სწორედ აქ გირჩევთ შეიძინოთ განთქმული უნგრული  ბალზამი Unicum, სუვენირების მაღაზიებში იგი სამჯერ მეტი ღირს.

ბუდაპეშტში ექსკურსიის დროს წახემსება ფუნთუშეულით შეგიძლიათ, მაგალითად, Lipóti და Pavlovic Pekseg საცხობებიდან. ფასები აქ საკმაოდ ხელმისაწვდომი და გემრიელობები კი ყოველთვის ახალია. ასევე გირჩევთ სასეირნოდ თან წაიღოთ ტრადიციული ტკბილეული Kürtőskalács. ერთი ულუფა დაახლოებით 315 ფორინტი ღირს. ყველაზე იაფად შეიძენთ მეტროს გადასასვლელში  Deak Ferenc ter და დასავლეთ რკინიგზის სადგურში.

ტკბილეული გიყვართ? მაშინ თქვენთვის იდეალური ვარიანტია – „გასეირნება ქალაქის საუკეთესო საკონდიტრო მაღაზიებსა და ყავის სახლებში დეგუსტაციით“.

ბუდაპეშტის გასტრონომიული სავიზიტო ბარათი – რა თქმა უნდა, გულიაშია. რესტორნებში ძალიან ბევრ წიწაკას უმატებენ ხოლმე, ამიტომ შეგიძლიათ  სთხოვოთ, რომ წიწაკა ცალკე მოგართვან და კერძის სიცხარეს თავად დაარეგულირებთ.

უნგრული საბანოები

მოგზაურობა ბუდაპეშტში არ იქნება სრულყოფილი თუ ტრადიციულ საბანაოებს არ ეწვევით. და თუნდაც ასეთი დასვენების დიდ მოყვარულად არ  მიგაჩნდეთ თავი – თქვენ უბრალოდ არ იცით, რაზე ამბობთ უარს.

იმისათვის, რომ თერმული აბაზანებით სრულად დატკბეთ, საბანაოებს დილით ადრე ეწვიეთ, სანამ არ არის ტურისტების დიდი ნაკადი.  ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბუდაპეშტის ზოგიერთ საბანაოში (მაგალითად, ლუკაჩში)  ქალთა და მამაკაცთა დღეები ეწყობა. უმჯობესია წინასწარ გაიგოთ  „მონოგენდერული“ დღეების მოწყობის შესახებ საბანოების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, ხოლო განსაკუთრებული აბანოების შესახებ თანამშრომლები გიამბობენ შესასვლელი ბილეთის შეძენის დროს.

ბუდაპეშტის საუკეთესო საბანაოები:

1. საბანაო და აუზი ლუკაჩი – ქალაქის ერთ-ერთი უძველესი საბანაო. მუშაობს 6:00 საათიდან 21:00 საათამდე. შესასვლელი ბილეთის ღირებულებაა – 3100 ფორინტი, ტურისტული ბარათით – უფასოდ.

მისამართი: Frankel Leo út, 25-27, II რაიონი, ბუდა, შეგიძლიათ # 6 და 86 ავტობუსით იმგზავროთ.

2. საბანაოები გელერტი – ყველაზე ლამაზია ქალაქში. სამუშაო საათებია: 6 საათიდან 20:00 საათამდე. შესვლის საფასურია – 4900 ფორინტი.

მისამართი: Kelenhegyi út, 4, XI რაიონი, ბუდა, შეგიძლიათ  # 47, 49, 18 ტრამვაით იმგზავროთ.

3. საბანაოები სეჩენი – არა მხოლოდ ბუდაპეშტის, არამედ მთელი ევროპის  ყველაზე დიდი საბანაო კომპლექსი.  მუშაობს 6:00 საათიდან 19:00 საათამდე (საცურაო აუზი 22:00 საათამდე). შესვლის საფასურია – 4500 ფორინტი.

მისამართი: Állatkerti Körút, 11, XIV რაიონი, შეგიძლიათ # 72 ტროლეიბუსით იმგზავროთ.

სხვათა შორის, გაგიკვირდებათ, მაგრამ უნგრეთის ისეთ სიმბოლურ ადგილებში, როგორიცაა უძველესი საბანაოები, ხმაურიან წვეულებებს მართავენ ხოლმე! აი როგორი კონტრასტული შეიძლება იყოს ბუდაპეშტი.

წყარო: aviabiletebi.org