1-ელი ივნისიდან მალაიზიაში ტურისტული გადასახადი ამოქმედდება. გადასახადი ტურისტზე 4 ან 9 ევროს შეადგენს.

გადასახადი შეეხება მხოლოდ იმ ტურისტებს, რომლებიც ქვეყანას რეგულარული ავიარეისებით, ან კრუიზული მოგზაურობით ტოვებენ.

ტურისტული გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ საით მიემგზავრება ტურისტი, რომელიც მალაიზიას ტოვებს.

4 ევროს გადაიხდიან ის ტურისტები, რომლებიც მალაიზიიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის (АСЕАН) ქვეყნებში (ტაილანდი, ვიეტნამი, ინდონეზია, კამბოჯა, ფილიპინები, სინგაპური, ბრუნეი და ლაოსი) მიემგზავრებიან. ხოლო 9 ევროს გადაიხდის ყველა ის ტურისტი, რომელიც მსოფლიოს სხვა დანარჩენ ქვეყანაში მიემგზავრება.

მალაიზიის მთავრობა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადასახადი ქვეყანაში ტურისტების შემცირებას არ გამოიწვევს.