25-28 აპრილს ბაქოში დაგეგმილი Formula 1-ის ოფიციალური გადამზიდავი ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ია. ავიაკომპანიამ F1-თვის საჭირო ავტომობილებისა და სხვადასხვა ატრიბუტიკის ბაქოში ჩამოტანა უკვე დაიწყო. სატვირთო რეისები შანხაიდან და ბაჰრეინიდან სრულდება, საიდანაც Silk Way West Airlines-ი ძირითადად ავტომობილების ტრანსპორტირებას ახდენს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ბაქო F1-ს ყოველწლიურად მასპინძლობს.