ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი ბორტზე “ქალბატონებო და ბატონებო”-ს გამოყენებაზე უარს ამბობს. ავიაკომპანიამ საკუთარ ბორტგამცილებლებს და პილოტებს რეკომენდაცია მისცა, რომ მგზავრებს მსგავსი ტერმინებით არ მიმართონ, რადგან გადამზიდავი ხელს უწყობს “მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას”. 

British Airways არ არის პირველი ავიაკომპანია, რომელმაც აირჩია არ გამოეყენებინა ეს ფრაზები. ივლისიდან Lufthansa უკვე გადავიდა გენდერულად ნეიტრალურ მისალმებაზე – მგზავრებს მიმართავენ შემდეგი ფორმით: “ძვირფასო სტუმრებო”