Lufthansa Group-ი ახალი საწვავის, სინთეტიკური ნავთის შემუშავებაში, მოახდენს ინვესტირებას. ამ მიზნისთვის კი ჯგუფი მსოფლიოში პირველი ნახშირბადის ნეიტრალური საწვავის ქარხნის პარტნიორი იქნება. Lufthansa უკვე შეთანხმებულია მწარმოებელთან, რომ 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 25,000 ლიტრ საწვავს შეიძენს.

ლოჯისტიკური კომპანიები Lufthansa Cargo და Kuehne + Nagel ნახშირბადის საწვავის ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები იქნებიან.

საწარმო, რომელსაც Atmosfair-ის მმართველობის ქვეშაა, სინთეტიკურ ავიასაწვავს წყლისგან, CO2-გან და განახლებადი ელექტროენერგიისგან აწარმოებს. თავად ამ პროცესს კი ეწოდება ენერგიის სითხედ გარდაქმნა (PTL). ელექტროენერგიაზე დაფუძნებული საწვავის წარმოება ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

”განახლებადი ენერგიისგან სინთეტიკური საწვავი – არის მომავლის საწვავია. ავიაცია საბოლოოდ იქნება CO2 ნეიტრალური “, – ამბობს Deutsche Lufthansa AG– ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი კრისტინ ფოერსტერი.

“ჩვენს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ თავიდან აიცილონ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი. მოხარული ვარ, რომ დადგა დრო სინთეტიკური SAF-ის, როგორც გრძელვადიანი გადაწყვეტა ავიაციისათვის. მოვუწოდებთ კოლეგებს ინდუსტრიიდან და კლიენტებს შემოგვიერთდნენ მომავალში დაბალი ნახშირბადის ეკონომიკის მშენებლობაში ”, – განაცხადა Kuehne + Nagel– ის საბჭოს წევრმა ინგვე რუუდმა, რომელიც საჰაერო ლოჯისტიკაზეა პასუხისმგებელი.