EUROCONTROL-ის ცნობით, საჰაერო მიმოსვლის მაჩვენებლები მიმდინარე წლის მე-40 კვირაში (4-10 ოქტომბერი) 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72,4%-ით აღდგა.

წინა კვირასთან შედარებით, აღნიშნული სტატისტიკა 0.4%-ით გაუმჯობესდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველკვირეული ზრდა აჩვენეს Lufthansa-მ (+ 4,5%), British Airways -მა (+ 3,7%) და Eurowings (+ 7,7%).

ხოლო TOP-3-ში დარჩნენ Ryanair-ი (დღეში საშუალოდ 2316 რეისი), Turkish Airlines-ი (დღეში საშუალოდ 1185) და easyJet (დღეში საშუალოდ 1023 რეისი).