გერმანული ავიაკომპანია Condor-ის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 270  მგზავრი იმყოფებოდა კუნძულ კრეტაზე საგანგებო დაშვება განახორციელა. როგორც ტელეკომპანია  Skai იუწყება, თვითმფრინავზე ბომბის არსებობის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

Boeing 757-300-ი, რომელიც ჰურგადადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების გამო ხომალდის ხელმძღვანელმა საბერძნეთია კუნძულ კრეტას აეროპორტში საგანგებო დაშვების უფლება ითხოვა. დაშვების შემდეგ მგზავრებმა და ეკიპაჟის თერთმეტივე წევრმა ტერიტორია უმალვე დატოვეს.