სტამბოლი საქორწილო ტურიზმის მხრივ თანდათან უფრო მიმზიდველი მიმართულება ხდება. განსაკუთრებით პოპულარულია ქორწილის ცერემონიის გამართვა იმ სასტუმროსა თუ რესტორანში, რომელსაც ხედი ბოსფორის მხარეს აქვთ. სტამბოლში ქორწილს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული წყვილები იხდიან. სტამბოლის რესტორნებსა თუ სასტუმროებში საქორწილო ცერემონიალის ჩატარება წყვილებს 2 მლნ-დან 17 მლნ თურქულ ლირამდე უჯდებათ.

საქორწილო ტურიზმის განვითარებას სტამბოლში სხვადასხვა პოპულარულმა თურქულმა სერიალებმაც შეუწყო ხელი, სადაც კადრებში სტამბოლის ძალიან ლამაზი ხედები, რესტორნები და სასტუმროები ჩანს და ცხადია საკუთარი საქორწილო ცერემონიალის ჩატარება ყველას ლამაზ და მისთვის მისაღებ ადგილზე სურს.