ამერიკული ავიაკომპანია Delta-ს თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ნიუ-იორკი-ნიცა, რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ უკან ნიუ-იორკში დაბრუნდა. ამის მიზეზი კი თვითმფრინავზე გადავსებული ტუალეტი გახდა.

როგორც Newshub-ი წერს, Boeing 767-400-ი, რომელიც დანიშნულების პუნქტიდან 3 საათის წინ აფრინდა და უკვე თითქმის საფრანგეთის ცაზე იმყოფებოდა, პილოტის გადაწყვეტილებით უკან დაბრუნდა. შესაბამისად თვითმფრინავმა კიდევ 3 საათი იფრინა, ეს იმ დროს როცა საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელად გაცილებით ცოტა დრო ესაჭიროებოდა და შესაბამისად პრობლემაც უფრო მცირე დროში იქნებოდა აღმოფხვრილი.